მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » Internet Explorer 8 Final (by demon)
Internet Explorer 8 Final (by demon)
00:38

როგორც იქნა ბეტა ვერსიების შემდეგ გამოვიდა ინტერნეტ ექპლორერ 8-ის ფინალური ვერსია, რომელშიც გაუმჯობესებული და დახვეწილია ბევრი დეტალი. ძირითადი დეტალები დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან და ნაკლები რესურსების მოხმარებასთან. ასევე არის ცვლილებები ინტერფეისსა და ფუნქციებშიც, მაგალითად ძებნისას აღარაა საჭირო სიტყვის ბოლომდე აკრეფა და ენტერის დაჭერა, ბროუზერი აკრეფის დაწყებისთანავე იწყებს სიტყვის ძიებას, ისევე როგორც ეს Firefox-შია; ასევე ძებნისას დამატებულია Google Suggestions, რაც გულისმობს რომ საძიებო ტექსტის აკრეფისას გუგლი ავტომატურად გთავაზობთ სიტყვებს რომლებსაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ და ა.შ.
მოკლედ გაუმჯობესება იგრძნობა და ძალიან კარგია რომ ინტერნეტ ექსპლორერი თანდათან უფრო იხვეწება და თვითონაც ნერგავს იმ სასარგებლო სიახლეებს, რომლებიც მაგალითად Opera-სა და Firefox-ს მასთან უპირატესობას ანიჭებდნენ.
ასევე რატომღაც მეშვიდე ვერსიისგან განსხვავებით ინსტალაციისას არ მოუთხოვია ვალიდაცია, წყნარად და უპრობლემოდ დაყენდა პირდაპირ მაიკროსოფტის საიტიდან გადმოწერილი ვერსიაც.
გადმოწერა
კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 1032 | დაამატა: demon | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: